Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ჯონ კერი - როდესაც რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა
ambebi.ge
12 January 2017, 12:22
როდესაც რუსეთი საქართველოში, ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული ბიუროს ინფორმაციით, ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბარაქ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ჯორჯ ბუშის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ადმინისტრაციას აქტიურად არ უპასუხია საქართველო-რუსეთის ომისთვის.

"არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ [რუსეთს] ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის [უკრაინაში შეჭრა]. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის", - აღნიშნა კერიმ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი